პრემიერის დასახვედრად წვიმაში, ღამით დაგებული ასფალტი და თავდასხმა ჟურნალისტზე წნორში - რა კადრებს ავრცელებს ick.ge

პრემიერის დასახვედრად წვიმაში, ღამით დაგებული ასფალტი და თავდასხმა ჟურნალისტზე წნორში - რა კადრებს ავრცელებს ick.ge

წნორში პრემიერ-მინისტრის დასახვედრად ცენტრალური ქუჩის მოწესრიგება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გადათხრილია, გუშინ, გვიან საღამოს დაიწყეს. მუშებს ავალდებულებდნენ კოკისპირულ წვიმაში თავისუფლების ქუჩა ნაყარი ქვა-ღორღისგან გაესუფთავებინათ და ორმოები ბეტონით და ასფალტით ამოევსოთ. აღნიშნულ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი (ick.ge) ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

როგორც ვებგვერდი წერს, თავისუფლების ქუჩაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის მისვლის შემდეგ, ადგილზე წნორში გამგებლის წარმომადგენელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ მათეშვილი მივიდა. მან ჟურნალისტი უცენზურო სიტყვებით აგინა და სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კუთვნილი ავტომობილით ტერიტორია დატოვა.

ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც წარუდგინა. ჟურნალისტის არაერთი მოთხოვნის შემდეგ, ინციდენტიდან დაახლოებით 2 საათში თამაზ მათეშვილს სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმება ჩაუტარდა. ის ძლიერი სიმთვრალის მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ მათეშვილი ავტომობილს მართავს. ამ დროისთვის კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის უცნობია, პოლიციამ შეადგინა თუ არა თამაზ მათეშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს 6 თვის ვადით.

პოლიციაში გელა მთივლიშვილს განუმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა