ყაჩაღობა ჩოხატაურში: თავდამსხმელები 60 წლის მამაკაცს 2 საათი აწამებდნენ

ყაჩაღობა ჩოხატაურში: თავდამსხმელები 60 წლის მამაკაცს 2 საათი აწამებდნენ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში მცხოვრები 60 წლის მამაკაცი დააყაჩაღეს და სასტიკად სცემეს. თავდამსხმელები ორი საათის განმავლობაში აწამებდნენ, შემდეგ კი სახლიდან ფული და სხვადასხვა ნივთები გაიტაცეს.

როგორც შოთა ბოჭორიშვილი "გურიის მოამბესთან" აცხადებს, დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის სახლში ორი ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა, ის სახლში ბუხართან მარტო იჯდა. მას ფული მოსთხოვეს, თუმცა ბოჭორიშვილმა წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ორი სააათის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ.

როგორც დაზარალებული ყვება, მან წინა დღეს საქონელი გაყიდა და სავარაუდოდ, თავდამსხმელებმა იცოდნენ, რომ თანხას სახლში ინახავდა იხილეთ ვრცლად

"გურიის მოამბე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა