"ქართული ოცნების" კანდიდატის ბროშურები გვიან ღამით "ბაღების გაერთიანებაში" შეიტანეს

"ქართული ოცნების" კანდიდატის ბროშურები გვიან ღამით "ბაღების გაერთიანებაში" შეიტანეს

გვიან ღამით "ბაღების გაერთიანების" შენობაში "ქართული ოცნების" კანდიდატის თემურ ხუბულურის ბროშურები შეიტანეს. სახელმწიფო დაწესებულება გაერთიანების ხელმძღვანელმა და რამდენიმე თანამშრომელმა ღამის პირველის ნახევარზე დატოვა.

ტრანსპორტი, რომლითაც შენობაში ბროშურები მიიტანეს, 20 მეტრის მოშორებით "ქართული ოცნების" ოფისთან გადაიყვანეს. "ოცნების" ოფისში საარჩევნო მასალის დაცლა ისევ "ბაღების გაერთიანების" თანამშრომლები ახორციელებდნენ.

ფაქტის შესახებ "112-ს" თვითმხილველმა შეატყობინა, "ბაღების გაერთიანების" თანამშრომლებმა შენობა სასწრაფოდ დატოვეს. საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური დეტექტივების გამოძახება უშედეგო აღმოჩნდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა