ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობისას 58 წლის მამაკაცს 12 ჭრილობა მიაყენეს

ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობისას 58 წლის მამაკაცს 12 ჭრილობა მიაყენეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მცხოვრებ ცოლ-ქმარს 4 შეიარაღებული პირი ღამის 3 საათზე დაესხა თავს. მათ 58 წლის ბ. გორგაძეს დანით 12 ჭრილობა მიაყენეს. როგორც დიასახლისი ამბობს, ყაჩაღებმა სახლში შესვლამდე მათი ძაღლი მოწამლეს და სახლში შესვლა ისე მოახერხეს.

"დანები ეჭირათ. ფულს ითხოვდნენ. ჩემმა მეუღლემ წინააღმდეგობა გაუწია და ფაქტობრივად, დაჩეხილია კაცი. მე გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ცუდად გავხდი და გონება დავკარგე. მეუღლის ყვირილზე მეზობლები მოვარდნენ, სასწრაფოს დაურეკეს და გადაიყვანეს  კლინიკაში. მძიმე მდგომარეობაშია", - ამბობს დაზარალებული.

იხილეთ ვრცლად

"გურიის მოამბე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა