სასულიერო პირის ინიციატივით, ზუგდიდში მრავალწლიანი ხეები მოჭრეს

სასულიერო პირის ინიციატივით, ზუგდიდში მრავალწლიანი ხეები მოჭრეს

ზუგდიდში, ივერიის სახელობის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მარადმწვანე ხეები მოჭრეს. ტერიტორია, სადაც ხეები მოიჭრა, ეპარქიას არ ეკუთვნის. ის შპს "აგრომეტის" საკუთრებაა. როგორც მოძღვარმა გერასიმე აბულაძემ "ლაივპრესს" განუცხადა, 30-მდე ხე მისი ინიციატივით მოიჭრა და ნებართვა არავისთვის უთხოვია.

"არც მივსულვარ ნებართვაზე, არ ვიცოდი საჭირო რომ იყო", - განაცხადა გერასიმე აბულაძემ.

მისივე განცხადებით, ხეები იმიტომ მოიჭრა, რომ ეკლესიის ეზოს მთელ პერიმეტრზე "მწვანე ღობე" კეთდება და ირგვება 580 ძირი კიპარისის ხე.

"ხის მოჭრის მიზეზი არის ის, რომ ახალი ხეები ირგვება. მოიჭრა 20-30 ხე, კი არ ვყიდით ამ ხეებს, კი არ ვანადგურებთ, მასალა კი არ მჭირდება, ან შეშა, ხელს გვიშლიდა, პერიმეტრი უნდა გაგვეთავისუფლებინა, ყოველ მეტრნახევარში კიპარისი დაირგვება. 580 კიპარისის ხე, თან უბრალო კი არა, დეკორატიული, იტალიიდან ჩამოტანილი, ძვირადღირებული", - ამბობს სასულიერო პირი.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა