პოლიციის მაღალჩინოსანი გელა სამხარაულის წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონოდ მონაწილეობს

 პოლიციის მაღალჩინოსანი გელა სამხარაულის წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონოდ მონაწილეობს

ახმეტა-თელავის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატის გელა სამხარაულის წინასაარჩევნო აგიტაციაში მისი დის ქმარი, პოლიციის პოლკოვნიკი ლევან შაშიაშვილიც მონაწილეობს. იგი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. საარჩევნო კოდექსის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოხელეებს საარჩევნო კამპანიის პროცესში მონაწილეობა ეკრძალებათ. ამ მოთხოვნის დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ ახმეტა-თელავის გაერთიანებულ ოლქში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი გელა სამხარაული აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. პარლამენტის წევრობის კანდიდატი ინტენსიურად ხვდება საარჩევნო ოლქის ფარგლებში მცხოვრებ მოსახლეობას და თავის საარჩევნო პროგრამას აცნობს. ამ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების ორგანოთა თანამდებობის პირები და სხვა საჯარო მოსამსახურეები, ასევე მუნიციპალური იურიდიული პირების თანამშრომლები.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ წინასაარჩევნო სააგიტაციო შეხვედრებში მონაწილეობს გელა სამხარაულის სიძე (დის ქმარი) ლევან შაშიაშვილიც, რომელიც პოლიციის პოლკოვნიკია და ამჟამად ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე - ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობს.

კერძოდ, ფაცებოოკ-ში არსებულ გვერდზე "გელა სამხარაული ახმეტისა და თელავის მაჟორიტარად", განთავსებულია ფოტო და ვიდეომასალა, საიდანაც ჩანს, რომ ლევან შაშიაშვილი მონაწილეობდა გელა სამხარაულის წინასაარჩევნო შეხვედრებში, რომლებიც 2016 წლის 5 და 6 ოქტომბერს გაიმართა პანკისის ხეობის სოფლების - შუა ხალაწნის, დუმასტურისა და წინუბნის მოსახლეობასთან.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა