საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 1000 ლარად მიღებული ბინა 250 000 აშშ დოლარად გაყიდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 1000 ლარად მიღებული ბინა 250 000 აშშ დოლარად გაყიდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ ქალაქ ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე 110,50 მ2 საცხოვრებელი ბინა, რომელიც მას სახელმწიფოსგან 2010 წლის 25 აგვისტოს სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად გადაეცა, 2016 წლის 22 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით 250 000 აშშ დოლარად გაასხვისა. კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს საცხოვრებელი ბინა ექსკლუზიურად მისი თანამდებობრივი სტატუსის გამო გადაეცემა.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ თავაძემ აღნიშნული ბინა თბილისში მცხოვრებ ირმა ირემაძეს მიჰყიდა. ამასთან, ბინის გასაყიდი ფასი თავაძის მიერ ამავე ბინისათვის გადახდილ თანხას თითქმის 600-ჯერ აღემატება.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ფაქტი არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ უფლებამოსილების ვადაშივე, მის ამოწურვამდე 4 წლით ადრე გაასხვისა სახელმწიფოს მიერ სამსახურებრივი სტატუსის გამო სიმბოლურ ფასად გადაცემული ბინა, რომლის უმთავრესი დანიშნულებაც მოსამართლის მატერიალური უზრუნველყოფა და მისთვის პროფესიული დამოუკიდებლობის რეალური გარანტიების შექმნა წარმოადგენს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა