დაცხრილული საგზაო ნიშნები და უკონტროლო მოძრაობა გალელი ჟურნალისტის რეპორტაჟში

დაცხრილული საგზაო ნიშნები და უკონტროლო მოძრაობა გალელი ჟურნალისტის რეპორტაჟში

"გზა, რომელიც არსაით მიდის" - სახელწოდების რეპორტაჟში, რომელიც გაზეთ "გალის" ჟურნალისტ შალვა ხიზანიშვილს ეკუთვნის, აღწერილია ფსოუ-ენგურის მონაკვეთი ტყვარჩელის მოსახვევამდე, რომელიც ჟურნალისტმა მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში რედაქციის მძღოლთან ერთად გაიარა. ამბობს, რომ პერიმეტრზე მძიმე სურათი დახვდა.

აფხაზეთში პრობლემაზე ბევრს საუბრობენ, დაწყებული ავტობუსების გაჩერებიდან, დასრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროთი, გაიცემა არაერთი ბრძანება, იმართება პრესკონფერენციები, მრგვლი მაგიდები. ამ ყველაფერს კი, შალვა ხიზანიშვილის თქმით, რატომღაც შედეგი არ მოაქვს. ადამიანები ისევ, და შემზარავი სიხშირით იღუპებიან.

"როგორც ჩანს, 1 336 დაღუპული არ არის საბოლოო ციფრი. მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაუსრულებელ ტრაგედიას ოდესმე ბოლო მოეღება. აღსანიშნავია საინტერესო ტენდენიცა - რაც უფრო წესრიგდება გზები, მით უფრო ტრაგიკულია შემთხვევები გზებზე. ეს კი ყველაზე კარგად ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას, რომელიც დაავადებულია განუკითხაობის და უპასუხისმგებლობის ვირუსით", - წერს ჟურნალისტი.

რეპორტაჟის დასაწყისში ის ამბობს, რომ არ ეძებს დამნაშავეებს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიტიკას აპირებს, უბრალო მივიდა დასკვნამდე, რომელიც საგზაო თემატიკას სცდება.

"პირველი, რაც დავინახე, ეს იყო ბევრი ბოძი, რომლებზეც უცნობმა პირებმა გაურკვეველი მიზეზით მოხსნეს საგზაო ნიშნები. მე შვიდი ასეთი ბოძი დავთვალე კოხორა-ოხურეის მონაკვეთზე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ნიშნები ვიღაცას ძალიან უშლიდა ხელს. ადგილობრივ მცხოვრებთან საუბრისას კი გავარკვიე, რომ მათ ხშირად სოფლის მოსახლეობა ხსნის, სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების მიზნით.

გასწრების ამკრძალავი ნიშანი ოხურეის მოსახვევთან ბუჩქებთან დაგდებული ვნახე. შემდეგი ბუჩქებში ჩამალული ნიშანი 167 კილომეტრზე ვიპოვე დაცხრილული. როგორც ჩანს, ვიღაც ხელმოცარულმა მონადირემ ამ ნიშანზე იძია შური. ცოტა გავიარეთ და ჩვენი ყურადღება მიიპყრო სიჩქარის შემზღუდავმა ნიშანმა, რომელსაც რვა ნატყვიარი ქონდა", - ასე აღწერს ნანახს ჟურნალისტი.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა