რატომ გადაიკეტა ქუთაისის შემოსავლელი გზა

რატომ გადაიკეტა ქუთაისის შემოსავლელი გზა

2016 წლის 13 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე გეგმიური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, დროებით იკეტება ქუთაისის შემოსავლელი - სამტრედიის გზის 247-ე კმ-დან (ბაში) სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის 2 კმ (დაფნარის დაერთება) მონაკვეთი. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ქუთაისის შემოსავლელი გზის კმ215+700-კმ246+200 მონაკვეთზე (ნახშირღელე-ბაში) და შემდგომ ქუთაისი-ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის მარჯვენა მიმართულებიანი მოძრაობის მეორე პანდუსის და არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ256+500-დან (იანეთი) ძველი გზის გავლით, სამტრედიის მიმართულებით.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა