ბორჯომში გამართულ აქციაზე ქალთა მიმართ ძალადობა ორიგინალური Flashmob-ით გააპროტესტეს

ბორჯომში გამართულ აქციაზე ქალთა მიმართ ძალადობა ორიგინალური Flashmob-ით გააპროტესტეს

"სახლი სადაც ძალადობას განიცდი, სახლი არ არის";

"ადრეული ქორწინება ტვირთია";

"თანასწორობა ოჯახიდან იწყება" - ეს გზავნილებია საზოგადოებისათვის, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი (SJMC) გენდერულ კლუბებთან ერთად, სოციალური ქსელის საშუალებით, "ნარინჯისფერი ხელით" 16 დღის განმავლობაში ავრცელებს. იგივე გზავნილები გამოჩნდა 25 ნოემბერს აქციაზე, რომლითაც ბორჯომის გენდერულმა კლუბმა აქციაზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია გამოხატა. აქცია Flashmob-ით დაიწყო, რომლის დროსაც ქართულ ცეკვას განსხვავებული დასასრული ჰქონდა.

აქციაზე გენდერული კლუბის წევრებთან ერთად მოვიდნენ უფროსკლასელები, სტუდენტები, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლები.

აღნიშნული აქციით, "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი" მსოფლიოში გაეროს 16 დღიან კამპანიას შეუერთდა, რომელიცდღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, რეგიონული ტელეკომპანიების "ბორჯომის", ახალციხის "მეცხრე არხის", ნინოწმინდის "ფარვანა"-ს და "მარნეულის" ეთერში ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გავა დოკუმენტური ფილმები რეგიონების წარმატებული ქალების ისტორიების შესახებ და თოქ-შოუები გენდერულთემებზე.

საინფორმაციო კამპანია ტარდება პროექტის ფარგლებში - "ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის", რომელსაც "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი (SJMC) შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა