ასლან წუწაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სავარაუდო დარღვევა დაადგინა

ასლან წუწაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სავარაუდო დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი, სავარაუდო დარღვევა დაადგინა ასლან წუწაშვილის საქმეზე, - ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები ასლან წუწაშვილი პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო ჩივის.

საქმე ეხება 2016 წლის 23 იანვარს, ახმეტაში მომხდარ ინციდენტს. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილი გააჩერეს და მძღოლის გვერდით მჯდომი ასლან წუწაშვილი დაადანაშაულეს, რომ უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა. ასლან წუწაშვილი სასამართალდამცავებს არ დაეთანხმა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. წუწაშვილის თქმით, რამდენიმე წუთში ის დააკავეს და ცემეს. მისივე თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების პროცესში პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და სხვა ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა