დაპირისპირება მერიასა და ეპარქიას შორის: რატომ არ ურიცხავს თანხას ოზურგეთის მერი სამღვდელოებას?

დაპირისპირება მერიასა და ეპარქიას შორის: რატომ არ ურიცხავს თანხას ოზურგეთის მერი სამღვდელოებას?

ქალაქ ოზურგეთის მერია 2017 წლის ბიუჯეტიდან შემოქმედის ეპარქიას არ დააფინანსებს. ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ქალაქ ოზურგეთის მერიაში განუცხადეს. როგორც ვებგვერდი წერს, აღნიშნულის მიზეზად მერია ეპარქიის მხრიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვას ასახელებს.

"ჩატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგი, რის გამოც აღმოჩნდა, რომ თანხები არმიზნობრივად იხარჯებოდა. არანაირი სხვა დაპირისპირება არ არსებობს, ჩვენ უზარმაზარ პატივს ვცემთ მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ ვერაფრით შევეგუებით ვერცერთი პირის მიერ, ვინც არ უნდა იყოს ის, რაიმე სახის კანონდარღვევას" - ამბობენ ქალაქის მერიაში.

მერიის გადაწყვეტილებას შემოქმედის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები "გურიის მოამბესთან" აფასებს. როგორც მეუფე ამბობს, მისთვის წერილობით არავის მიუმართავს და მერის გადაწყვეტილება პრესის მეშვეობით შეიტყო.

"ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, გავეცნობი სიტუაციას, კარგად არ ვიცი რა ხდება. თუ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მაშინ შეეძლო მოეწერა პირადად ჩემთვის და საქმის კურსში ჩავეყენებინე. არა მგონია კარგი იყოს პრესით საუბარი. არც არამიზნობრივ ხარჯვაზე დაუსაბუთებელი ბრალდებები მგონია მართებული, თუმცა ეს მისი პოზიციაა.

საერთოდ ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი იყო რელიგიისთვის გამოყოფილი. 30 ათასი ჰქონდა ძველი გადმოსარიცხი და არც ის მოუცია. რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, არ ვიცი. მე მაქვს ყველა დოკუმენტი, რაში იხარჯებოდა ეს თანხები. თავად არ მესაუბრება მე ამის შესახებ, რომ ეს დოკუმენტები გამეცნო მისთვის. შეეძლო მას ოფიციალური წერილი მოეწერა და არა პრესის მეშვეობით ელაპარაკა. რამდენიმე თვის წინ, საქართველოში არ ვიყავი, მაშინ ბუღალტერმა რაღაც შეცდომა დაუშვა და არასწორი ინფორმაცია გასცა, ამას მოჰყვა არასამართლიანი განცხადებები", - აცხადებს მეუფე იოსები.

წყარო: guriismoambe.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა