ზუგდიდის გამგებელმა თანამშრომლებს მოკლე კაბებისა და ტანზე მომდგარი შარვლების ჩაცმა აუკრძალა

ზუგდიდის გამგებელმა თანამშრომლებს მოკლე კაბებისა და ტანზე მომდგარი შარვლების ჩაცმა აუკრძალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ თანამშრომლებს ჩაცმისა და მაკიაჟის სტანდარტები დაუწესა. შესაბამისი დოკუმენტის ასლი საინფორმაციო სააგენტო "თაიმერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.

ლაშა გოგიას N3408 ბრძანების თანახმად, რომელსაც ხელი 7 დეკემბერს მოეწერა, თანამშრომელი ვალდებულია: "მიმართავდეს ჩაცმულობის საქმიან სტილს, ჰქონდეს მოწესრიგებულ იერსახე და ატაროს საქმიანი გარემოსათვის შესაფერისი სამოსი, სამსახურეობრივი მოვალეობა განახორციელოს მოწესრიგებული ჩაცმულობით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების შესაბამისად".

ამავე ბრძანების მესამე მუხლით, გამგეობის თანამშრომელი - "დაუშვებელია სამუშაოზე გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წითელი ზონარის მქონე ტანსაცმლით".

გოგია იგივე ბრძანების მორიგ მუხლში წერს, რომ "დაუშვებელია სამსახურში მკვეთრი მაკიაჟითა და არასტანდარტული თმის ვარცხნილობით გამოცხადება".

გამგებელის აღნიშნული ბრძანების დარღვევის შემთხვევაში, ამოქმედდება საქართველოს კანონით გათვალისწინებული "დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები", - ნათქვამია ლაშა გოგიას ბრძანებაში.

იხილეთ ვრცლად

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა