მარტო მთაში - სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი 57 წლის ციალა თაბუაშვილის ცხოვრება

მარტო მთაში - სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი 57 წლის ციალა თაბუაშვილის ცხოვრება

ციალა თაბუაშვილი სოფელ ცხავერში მარტო ცხოვრობს. ბოლო რვა თვის განმავლობაში, ჯერ მეუღლე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, შემდეგ მამამთილი გარდაეცვალნენ. ოჯახის შემადგენლობის კონტინგენტთა შეცვლისა და ინვალიდობის ჯგუფისთვის გათვალისწინებული შემწეობის შეწყვეტის შემდეგ სოციალური დახმარებაც მოეხსნა.

ციალა თაბუაშვილი ჯერ მხოლოდ 57 წლისაა, პენსიის დანიშვნამდე კი, 3 წელი აკლია. ზღვის დრონიდან 1250 მ სიმაღლეზე მდებარე სოფელში ზამთრის პერიოდში 10-მდე კომლი ცხოვრობს. მანძილი საცხოვრებელ სახლებს შორის დიდია.

ყოველდღიურად, სოციალური შემწეობის არმქონე ქალბატონი იმ ოჯახებს ეხმარება, ვისაც ბევრი საქონელი ჰყავს. საქონლის მოვლაში კი გარკვეულ გასამრჯელოს იღებს, რაც საკმარისი არაა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა