"შენი ქმარი ხუთი წელია გვატყუებს, კარგია ტყუილი?" - გამგებლის ცოლი 90 წლის ქალთან მოტყუებით მიიყვანეს

"შენი ქმარი ხუთი წელია გვატყუებს, კარგია ტყუილი?" - გამგებლის ცოლი 90 წლის ქალთან მოტყუებით მიიყვანეს

კასპის მუნიციპალიტეტის გოჩა გოჩიტაშვილის მეუღლე ექიმი მაია მაზმიშვილი სოფელ რენეს ამბულატორიაში მუშაობს. მას ადგილობრივმა ნათელა მელაძე უთხრა, რომ სახლში 9 წლის ბავშვს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. ექიმი ბავშვის სანახავად წავიდა.როდესაც სახლში მივიდნენ, ექიმმა იკითხა სად იყო ბავშვი.

"აი, ეს ქალბატონია 9 წლის ბავშვი" - მიუგო ნათელა მელაძემ დედამისის, ნარგიზა მელაძის მისამართით. რაზეც ექიმმა იკითხა, ტუ რატომ მოატყუეს.

"შენი ქმარი ხუთი წელია გვატყუებს, ხედავ, კარგია ტყუილი?" - უთხრეს გამგებლის მეუღლეს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა