ახმეტის გამგებელი თავის მოადგილეს საბანკო სესხებს პრემია-დანამატებით უხდის

ახმეტის გამგებელი თავის მოადგილეს საბანკო სესხებს პრემია-დანამატებით უხდის

ახმეტის გამგებელი თავის მოადგილეს საბანკო სესხებს პრემია-დანამატებით უხდისახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა 2015 წლის თებერვალში თავის მოადგილედ პარლამენტის მაშინდელი მაჟორიტარის ზურაბ ზვიადაურის ბიუროს უფროსი დავით ფოცხვერიშვილი დანიშნა. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დავით ფოცხვერიშვილმა ქ. ახმეტაში საცხოვრებელი სახლი და 0,5 ჰა-მდე ვენახი იყიდა, რისთვისაც 9390 ლარის ოდენობით 2-წლიანი საბანკო სესხი აიღო. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ პრემიისა და დანამატის სახით გამგებელმა მას 11 700 ლარი გაუწერა.

დავით ფოცხვერიშვილი წლების განმავლობაში მესაქონლეობას (მეღორეობა, მეცხვარეობა) მისდევდა, პერიოდულად დასაქმებული იყო მუშად ხე-ტყის გადამამუშავებელ კერძო საამქროებში. საჯარო სექტორში მუშაობა მან პარლამენტის ყოფილი წევრის ზურაბ ზვიადაურის წყალობით დაიწყო, რომელმაც 2013 წლის დასაწყისში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსად დანიშნა.

2015 წლის თებერვალში, ისევ ზვიადაურის რეკომენდაციით, დავით ფოცხვერიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანეს, სადაც მისი ხელფასის ოდენობა 1300 ლარს შეადგენს. მალევე იგი მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედაც დაინიშნა და საჯარო მოხელეთა ავკარგიანობის უპირველესი შემფასებლის ფუნქცია დააკისრეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა