იზა ბექაური - ხანძრის გაჩენამდე იყო მუქარები, რომ თქვენი არასამთავრობო გაეთრიოს პანკისიდან

იზა ბექაური - ხანძრის გაჩენამდე იყო მუქარები, რომ თქვენი არასამთავრობო გაეთრიოს პანკისიდან

"იყო მუქარები, რომ "გაეთრიეთ პანკისიდან", "თქვენი საქმიანობა ჩვენთვის მიუღებელია" და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ კლუბში ხანძრის გაჩენა და გადაწვის მცდელობა, ერთ-ერთი გაფრთხილება იყო ჩემთვის", - აცხადებს იზა ბექაური, არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორი. 3 იანვარს, საღამოს, ცეცხლი წაუკიდეს დუისის კულტურის სახლს, სადაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისია განთავსებული.

"საღამოს ალბათ 7 საათი იქნებოდა დაწყებული, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ კლუბში ცეცხლი იყო გაჩენილი. მაშინვე დავურეკე ჩვენს თანამშრომელს, იურისტს, რომელიც პანკისში ცხოვრობს და ვუთხარი, რომ ადგილზე მისულიყო და პოლიციაშიც დაერეკა. როცა ადგილზე მოვედი, მოსახლეობა ეზოში იყო შეკრებილი, პოლიციაც აქ იყო უკვე. შენობაში მოგვიანებით შემიშვეს და ვნახე, რომ კომპიუტერების ოთახის კარი არის დამწვარი. აივანზე, იატაკზე, დასხმულია როგორც მითხრეს სალიარკა, ასევე ფანჯარაა შეხსნილი, შიგნით არის კორიდორში გადასული, ორი ოთახის კარი ყოფილა ღია და იქაც არის შესხმული სალიარკა. ჩვენ გვყვავს ღამის დარაჯი. როცა მოსულა კლუბში, ცეცხლი ახალი გაჩენილი ყოფილა და ჩაქრობა მოახერხა", - აცხადებს იზა ბექაური პანკისის სათემო რადიო WAY-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა