გურჯაანის საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ და ოჯახს სახლში უცნობი მიუსვენეს

გურჯაანის საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ და ოჯახს სახლში უცნობი მიუსვენეს

კახეთში, გურჯაანის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალსში" მიცვალებულები აერიათ.

საავადმყოფოში გარდაცვლილი 80 წლის მარიამ ჯვარისაშვილის ნაცვლად, ველისციხეში მცხოვრებ ოჯახს სხვისი ცხედარი მიუსვენეს. როგორც გარდაცვლილის ვაჟი ამბობს, შეცდომა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ცხედარი სახლში მიასვენეს.

"დედაჩემი, დიდი ქალი იყო ტანით, სახლში რომ მოასვენეს და ავწიე, მაშინვე მივხვდი რაღაცაში იყო საქმე, ზეწარი გადავხადეთ და სხვა აღმოჩნდა. უკან, საავადმყოფოში გადავასვენეთ. ეტყობა, იმ ღამით საავადმყოფოში ბევრი გარდაცვლილი იყო და აერიათ", - აცხადებს ვახტანგ ჯვარისაშვილი.

შემთხვევა გურჯაანის საავადმყოფოში ორი დღის წინ მოხდა.

ერეკლე ცოცანიძე

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა