გორის მერიამ პარლამენტარს ბიუროს ავტომანქანა 2 წლის ვადით გადასცა

გორის მერიამ პარლამენტარს ბიუროს ავტომანქანა 2 წლის ვადით გადასცა

გორის მაჟორიტარ დეპუტატს ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ავტომანქანა თხოვების ხელშეკრულებით გადაეცა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ მიიღო. "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" პროტესტის მიუხედავად, საკითხი დადებითად გადაწყდა.

განკარგულების პროექტში, რომელიც საკრებულოს აპარატის წარმომადგენელმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს, წერია: 2016 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წევრმა იოსებ მაკრახიძემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას წერილით მიმართა. წერილის მიხედვით, პარლამენტარმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომანქანის გადაცემა, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ფუნქციების განსახორციელებლად მოითხოვა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა