17:53 / 09-01-2017
გორელი ოჯახი მიცვალებულის მერიის წინ დასვენებით იმუქრება: "დაკრძალონ, კუბოს შეძენის საშუალება არ გვაქვს"
"მერიის შენობის წინ დავასვენებთ მიცვალებულს და დაკრძალონ, ჩასასვენებლის შეძენის საშუალება ჩვენ არ გვაქვს", - აცხადებს გორში გარდაცვლილი მერი ცარციძის ძმა ვაჟა ცარციძე. 79 წლის მერი ცარციძეს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა, იგი გორში, ლეხ კაჩენსკის ქუჩაზე, #51-ში მდებარე სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა. გარდაცვლილი სწორედ აღნიშნულ მისამართზე, ჩასასვენებლის გარეშეა დასვენებული და ახლობლები მერიის შესაბამისი სამსახურის დახმარებამდე დაკრძალვას არ აპირებენ.

გორის მერიის სოციალური განყოფილების სამსახურში აცხადებენ, რომ სოციალური პროგრამა რამდენიმე კატეგორიაზეა გათვლილი და გარდაცვლილი მერი ცარციძე არც ერთ კატეგორიაში არ გადის, რის გამოც მის ოჯახს დახმარებაზე უარი ეთქვა:

"ჩვენთან მოვიდა მოქალაქე ვაჟა ცარციძე, რომელიც მისი დის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ითხოვდა სარიტუალო დაკრძალვის ხარჯებზე დახმარებას. გორის მერიის სოციალური პროგრამა ამ კუთხით გათვლილია სამ კეტეგორიაზე, ესენი გახლავთ: დევნილები, ომის ვეტერანები და უპატრონო მიცვალებულები. ვინაიდან გარდაცვლილი მერი ცარციძე არცერთ კატეგორიაში არ გადის, ვაჟა ცარციძეს დახმარებაზე უარი ეთქვა. მას შემდეგ, რაც საკითხის შესწავლა მოხდება, შესაბამისი კომისია იმსჯელებს ოჯახისთვის ფულადი დახმარების გაწევის საკითხზე და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გავუწევთ ფულად დახმარებას, თუმცა, ამ ეტაპზე, სოციალური მდგომარეობის შესწავლამდე, თანხის დაკონკრეტება გამიჭირდება. ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ გარდაცვლილის ძმასაც", - აცხადებს გორის მერიის სოციალური განყოფილების უფროსი ქეთევან შატაკიშვილი.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. გარდაცვლილის ნათესავების თქმით, მერი ცარციძე სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერი იყო, სოციალური შემწეობაც ერთ პირზე ერიცხებოდა და შესაბამისად, მერიის სოციალური პაკეტის ფარგლებში დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება ეკუთვნის. აღნიშნულ არგუმენტს მერიის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ქუთათელაძე ამგვარად პასუხობს:

"მართალია, გარდაცვლილი მარტოხელა იყო, თუმცა, უპატრონოდ არ ითვლება, მას ჰყავს ახლო ნათესავები, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მუნიციპალიტეტის სოციალურ პაკეტში კი, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამგვარი დახმარება გაეწევათ უპატრონო მიცვალებულებს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, როცა ოჯახს
ეკონომიკურად უკიდურესად უჭირს, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მოქმედებს მერიის სოციალური პაკეტის სხვა მუხლები და შესაბამისი შესწავლის საფუძველზე, სწორედ აღნიშნული მუხლებით ხდება გარკვეული დახმარების გაწევა. ჩვენი წარმომადგენელი რამდენიმე საათია ცდილობს გარდაცვლილი მერი ცარციძის ძმასთან შეხვედრას, რომ მოხდეს დეტალების დაზუსტება და დახმარების გაწევა, მაგრამ ამ დრომდე ვერ შეძლო".

ცარციძეებს მიცვალებულის ჩასასვენებელი ჯერ არ შეუძენიათ და მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ია თინიკაშვილი
AMBEBI.GE
10:35 / 21-02-2017
ლია
0
მიცვალებულს რაღას ერჩით, ესეც სამეგრელო ხომ არ არის, თავიანთ მიცვალებულებს აქეთ-იქით რომ დააპროწიალებენ. ალბათ ის საცოდავი ქალი სიცოცხლეში რამდენს იკლებდა, თავისი ძმისთვის ბინა რომ შეენარჩუნებინა. არ სჯობდა ერთ ოთახიანში გადაეცვა სამოთახიანი ბინა და ის თანხა თავად მოეხმარა. ასეთი უმადური ძმა და ძმისშვილები არაფრის ღირსები არ არიან. ღმერთმა აცხონოს მიცვალებული.
20:51 / 15-01-2017
marina
0
სირცხვილია ეს რა გავიგე
მსგავსი სიახლეები
"მიმდინარეობს დაკვირვება დინამიკაში, რომ გადაწყდეს შემდგომში მკურნალობის ტაქტიკა"
გორში, კორპუსის მე-3 სართულიდან 6 წლის ბავშვი გადმოვარდა
"ლომბარდიდან ოქროს ნივთების გამოხსნა ვერ შეძლო და ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო"
ყაჩაღობის შემდეგ რაზმაძის დედა საავადმყოფოში მოხვდა
+VIDEO| უამიდობის გამო, გორში გარეგანათება რამდენიმე ადგილას გაითიშა
ოჯახმა რვა თვის ორსულ მეუღლესთან ერთად სახლიდან გააგდო
ოპერაციის შემდეგ, ძაღლი გადარჩა
შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა
ბიზნესმენის ცხედარი დემოკრატიული მოძრაობის ოფისის ეზოში ნახეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:00 / 20-10-2017  Image როგორ მოქმედებს მზეზე მიმდინარე პროცესები ადამიანის ჯანმრთელობაზე - NASA-ს მეცნიერების პასუხები საინტერესო კითხვებზე
რადიაციამ შეიძლება, იმოქმედოს იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც განსაკუთრებით მაღალ ფენებში დაფრინავენ
12:50 / 20-10-2017  Image თბილისის დროშა, გერბი და გასაღები - როგორ შეიქმნა დედაქალაქის სიმბოლოები, რომლის შესახებ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია
ვის და როდის გადასცემენ თბილისის გასაღებს
17:50 / 20-10-2017  Image "ეს პერიოდი ქორწილების სიუხვითაც იქნება გამორჩეული" - უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები
"ეს ტრანზიტი ადამიანებს უბიძგებს რომანტიული კავშირებისაკენ"
14:49 / 20-10-2017  Image თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს საჯაროდ მიმართავს: "სწორედ ამ უაზრო დაპირისპირებების გამო, მან ბევრი დრო დაკარგა..."
"ნუთუ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ხედვა გაგვაჩნდეს, ჩვენი აზრი?!"
10:50 / 20-10-2017  Image თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს გადაგიხდიან
კანდელაში უამრავი ცარიელი, თეთრი სახლია, პანორამული ტერასებით, ორნამენტებიანი აივნებით, რომლებიც ახალ მცხოვრებლებს ელოდებიან
პოპულარული კომენტარები
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49