ცხინვალის რესტორანში "ომონის" თანამშრომელმა მოსწავლეები სცემა

ცხინვალის რესტორანში "ომონის" თანამშრომელმა მოსწავლეები სცემა

ქალაქ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის პროკურატურამ 29 დეკემბერს რესტორანში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის წარმომადგენლის, ედუარდ ჯიოევის ცნობით, სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში "ომონის" წარმომადგენელი ფიგურირებს.

სასამართლო სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ცხინვალის მეორე საშუალო სკოლის 2 მეთერთმეტე კლასელ ბიჭს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. რესტორანში სკოლის მოსწავლეებსა და სპეცრაზმელს ჩხუბი მოუვიდათ. ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს.

"ჩვენ ასევე მოვიპოვეთ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და გრძელდება გამოძიება" - აცხადებს პროკურატურის წარმომადგენელი. მისივე ცნობით, აღნიშნული პიროვნება, ამჟამად, კვლავაც მუშაობს ომონში. ჯიოევი არ გამორიცხავს, რომ დე-ფაქტო მთავრობის შს მინისტრს მისი უფლებამოსილების დროებით შეჩერება მოსთხოვოს.

სკოლის მოსწავლეებსა და "ომონის" წარმომადგენელს შორის მომხდარ ინციდენტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც გამოეხმაურა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა