ციხისძირიდან გურიაში მორიგი ასწლოვანი ხე გადააქვთ

ციხისძირიდან გურიაში მორიგი ასწლოვანი ხე გადააქვთ

ციხისძირიდან გურიაში მორიგი ასწლოვანი ხის გადატანა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, პროცესი გუშინ დაიწყო. ამჯერად გურიაში მაგნოლიის ხის ტრანსპორტირება ტრაილერით ხდება.

ამ დროისთვის ტრაილერი, რომელზეც ასწლოვანი ხეა განთავსებული, ბობოყვათში, რკინიგზასთან არის გაჩერებული. როგორც კომპანია "ზიმოში" აცხადებენ, ხის მატარებლის ლიანდაგზე გადატანა დღეს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე მოხდება.

ბობოყვათში გადასატანად სამი ხეა გამზადებული.

"ჩვენ გრაფიკით ვმუშაობთ. საქართველოს რკინიგზისგან გვაქვს ნებართვა, თუმცა ველოდებით დროის გამოყოფას, რათა ხე ლიანდაგზე გადავატაროთ. რკინიგზაზე ელექტროენერგია დაახლოებით, ორი საათით გაითიშება. უახლოეს დღეებში აჭარიდან გურიაში სხვა ხეების გადატანაც იგეგმება. ამ დროისათვის გადასატანად სამი ხეა მზად," - აცხადებს კომპანია "ზიმოს" წარმომადგენელი ირაკლი შანავა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა