სოფელი რომ არ დაიცალოს - შუაფხოს სკოლის მე-9 კლასელების მიმართვა

სოფელი რომ არ დაიცალოს - შუაფხოს სკოლის მე-9 კლასელების მიმართვა

"ვცხოვრობ სოფელ თხილიანაში და ვსწავლობ შუაფხოს საჯარო სკოლაში. მყავს ერთი პატარა და, რომელიც ახლა მეოთხე კლასშია. ჩვენი სკოლა ცხრაკლასიანია და არ ვიცი, ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლას სად გავაგრძელებ. თუ საშუალო სკოლა არ გაიხსნა, აქედან გადავდივარ არა მარტო მე, არამედ ჩემი სამი კლასელიც და ეს ხდება სოფლის დაცლის მიზეზი", - ამბობს შუაფხოს სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ელიზბარაშვილი.

"ჩვენს ხეობაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვაგან ვერ წავიდნენ და ვერ გააგრძელეს სწავლა, დარჩნენ უსწავლელი. სხვები წავიდნენ ქალაქში, ისწავლეს, მაგრამ აღარ დაბრუნდნენ. ძალიან კარგი იქნება, ეს სკოლა საშუალო სკოლა რომ იყოს, ჩვენც აქვე დავამთავრებთ სწავლას, დაბრუნდებიან ის ბავშვებიც, სხვაგან რომ გადავიდნენ. შარშან სკოლა ოთხმა მოსწავლემ დაამთავრა, ორი - მაღაროსკარში გადავიდა, ერთი ოჯახი კი საერთოდ აიყარა და ბარში წავიდა. იმ ოჯახის ორი უფროსი შვილი დადიოდა მეცხრე კლასში. თან მრავალშვილიანი ოჯახი იყო. ხუთი ბავშვი სკოლასაც მოაკლდა და სოფელსაც. იხილეთ გაგრძელება

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა