რა პრეტენზიები აქვთ გურულებს ჩინურ კომპანიასთან: "სოფლის ტაძრის კედელი დაიბზარა, არც ჩვენს სახლებს ადგას კარგი დღე"

რა პრეტენზიები აქვთ გურულებს ჩინურ კომპანიასთან: "სოფლის ტაძრის კედელი დაიბზარა, არც ჩვენს სახლებს ადგას კარგი დღე"

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, კარიერის მოქმედებას, საიდანაც ავტობანის მშენებლობისთვის ინერტული მასალის გაზიდვა ხდება, ადგილობრივი მოსახლეობა დაუშვებლად მიიჩნევს. მათი თქმით, მძიმეწონიანი მანქანების ხშირმა მოძრაობამ დააზიანა სოფელში არსებული მაცხოვრის სახელობის ტაძრის კედლები.

"ჩინურ კომპანიას გააქვს ავტობანის მშენებლობისთვის ჩვენი სოფლის მთებიდან ინერტული მასალა. მოვიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაა, ამათ თვითნებობას საზღვარი აღარ აქვს. ბევრ ჩვენგანს საყანე ფართობები დაგვიზიანეს, მაგრამ პასუხისმგებელი არავინაა. არ ვართ წინააღმდეგი ავტობანი გაკეთდეს, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ერთი საქმის გაკეთებით, მეორე დავაზიანოთ. მძიმეწონიანი მანქანების ხშირი მოძრაობის გამო, სოფლის ტაძრის კედელი დაიბზარა. არც ჩვენს სახლებს ადგას კარგი დღე. ვითხოვთ, შეგვახვედრონ კომპეტენტურ პირებს, რომელთაც გავაცნობთ ჩვენს პოზიციას და პრობლემას", - ამბობს აკეთის მოსახლეობა "გურია ნიუსთან" საუბარისას.

აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძეც იმყოფებოდა, რომელმაც მოსახლეობის პოზიცია მოისმინა და შუამდგომლობაც გაწია. გამგებლის დაპირებით, გადაწყდა, რომ კარიერის მფლობელი აკეთის მოსახლეობას 20 იანვარს შეხვდება.

წყარო: gurianews.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა