კახეთის ყოფილი გუბერნატორის მამამ ერთ თვეში 14 მიწის ნაკვეთი იყიდა, 134 ჰექტარი კი იჯარით გაიფორმა

კახეთის ყოფილი გუბერნატორის მამამ ერთ თვეში 14 მიწის ნაკვეთი იყიდა, 134 ჰექტარი კი იჯარით გაიფორმა

კახეთის ყოფილი გუბერნატორისა და ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი შიოლაშვილის მამამ - გენადი შიოლაშვილმა მხოლოდ ერთ თვეში - 2016 წლის ნოემბერში - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შირაქში მდებარე 14 მიწის ნაკვეთი იყიდა, რაშიც 50 000 ლარი გადაიხადა. მასვე 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში იჯარის უფლებით გადაეცა 134 ჰექტარი სახნავი მიწის ფართობი.

ირაკლი შიოლაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა და 2016 წლის 9 სექტემბრამდე მუშაობდა. გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომა მას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო მოუხდა.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ გენადი შიოლაშვილმა მიწის ნაკვეთები ირაკლი შიოლაშვილის კახეთის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ შეიძინა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა