შვილსა და შვილიშვილებს მონატრებული პანტიანელი ბებია და პაპა

 შვილსა და შვილიშვილებს მონატრებული პანტიანელი ბებია და პაპა

პანტიანში მცხოვრები ნელი ხუბაშვილი და ზადო ბიგანაშვილი 1957 წლიდან ერთად ცხოვრობენ. ორი გოგო და ერთი ვაჟი ჰყავთ, რომელმაც ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, 90-იან წლებში სოფელი დატოვა და საცხოვრებლად ვლადიკავკაზში წავიდა.

"მე ახლა უკვე დიდი შვილიშვილები უნდა მყავდეს. მართალია, ჩემი ვაჟი ახლა კარგად ცხოვრობს, მაგრამ გვიან დაოჯახდა. უკვე ორი შვილი ჰყავს, სამი წლის და მეორე 6 წლის" - ამბობს ნელი ხუბაშვილი.

ვლადიკავკაზიდან ვაჟი და რძალი სოფელში სტუმრად გასული წლის ზაფხულში იყვნენ.

"ჩვენ არც შეგვიძლია სადმე წასვლა. გოგოები კი, თბილისში დაოჯახდნენ, მაგრამ იქაც წასვლა გვიჭირს. სოფელში რომ გაიაროთ, სულ ჩემნაირი ჯოხიანი მოხუცები შეგხვდებათ. სადმე წასვლა თუ გინდა, ტაქსი უნდა დაიქირავო, ჩვენ კიდევ პენსიით ვცხოვრობთ. შვილები გვეხმარებიან, მაგრამ არ გვინდა მათი შეწუხება", - ყვება ზარდო ბიგანაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა