"სახლიდან მოტანილი ხელკეტით მივარდა და გაუსწორდა..." - რას ყვება დირექტორი 27 წლის თანამშრომელზე, რომელმაც 5 პედაგოგი სცემა

"სახლიდან მოტანილი ხელკეტით მივარდა და გაუსწორდა..." - რას ყვება დირექტორი 27 წლის თანამშრომელზე, რომელმაც 5 პედაგოგი სცემა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საქმის მწარმოებელს, რომელიც თანამშრომლების ცემაშია ბრალდებული, დღეს სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

როგორც სკოლის დირექტორი ავთანდილ ძირკვაძე ამბობს, დისციპლინური კომიტეტი დღეს შეიკრიბება და ინეზა ხარაბაძეს სამსახურიდან გაათავისუფლებს.

დირექტორი აცხადებს, რომ ინეზა ხარაბაძე 14 პედაგოგს დაუპირისპირდა, მათგან ხუთმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

"დღეს, დისციპლინური კომიტეტი შეიკრიბება და ინეზა ხარაბაძეს სამსახურიდან გაათავისუფლებს. ის მოულოდნელად, გაკვეთილის მიმდინარეობისას თავს დაესხა პირველი კლასის პედაგოგს დავით ხარაბაძეს. ხარაბაძე ბიულეტენზე იყო გასული. ხელოვნებასა და მუსიკაში ამ პედაგოგის კუთვნილ ოთხ საათს ინეზა ხარაბაძე ატარებდა. პედაგოგი დაბრუნდა და თავისთავად კუთვნილი საათებიც დაიბრუნა. ამას გამო ინეზა ხარაბაძე გაბრაზებულა, მაგრამ ჩემთან არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზია.

ორი დღე მშვიდად, ჩვეულ რეჟიმში დადიოდა სკოლაში, შემდეგ კი სახლიდან მოტანილი ხელკეტით მივარდა და ფიზიკურად გაუსწორდა მასწავლებელს. კლასში კონფლიქტის შემდეგ ინეზა ხარაბაძე დერეფანსა და სამასწავლებლოში სკოლის 13-14 პედაგოგს დაუპირისპირდა, მათ შორის ხუთმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეხლა-შემოხლის დროს მასწავლებლები ცდილობდნენ ის შეებოჭათ, მაგრამ რაც კი ხელში მოყვებოდა, შეშა იქნებოდა თუ სხვა ბლაგვი საგანი, ურტყამდა ყველას. მწყობრიდან გამოიყვანა რამდენიმე ნოუთბუქი, პრინტერი, სკანერი, პროექტორი და სხვა ტექნიკა", - აღნიშნა ავთანდილ ძირკვაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

მისივე თქმით, რამდენიმე პედაგოგი სკოლის პერიმეტრს მუდმივად მეთვალყურეობას უწევს, რადგან ისინი ინეზა ხარაბაძის სკოლაში "მივარდნას" არ გამორიცხავენ.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა