ვინ არის ზუგდიდის თოვლიან ქუჩებში მოსეირნე ბაბუ

ვინ არის ზუგდიდის თოვლიან ქუჩებში მოსეირნე ბაბუ

ზუგდიდელი კუკურ შონიას ველოსიპედით თოვლიან ქუჩებში სეირნობის ვიდეომ სოციალური ქსელი დაიპყრო. "ფეისბუქის" მომხმარებლები იმან გააოცა, რომ მამაკაცს მხოლოდ შორტები ეცვა, წელს ზემოთ კი შიშველი იყო.

როგორც აღმოჩნდა, 66 წლის კუკური შონიასთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. იგი ჯანსაღის ცხოვრების წესს მისდევს. თავად ამბობს, რომ ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც 1985 წელს პოლ ბრეგის წიგნი "შიმშილობის სასწაული" წაიკითხა.

დილის 7 საათზე იღვიძებს, დღის განმავლობაში მუშაობს, საკვებს დღეში მხოლოდ ერთხელ იღებს. კვირაში ერთხელ კი განტვირთის დღეს იწყობს და მხოლოდ გამოხდილ წყალს სვამს.

ამბობს, რომ სრულიად ჯანმრთელია და ეს მისი ცხოვრების სტილის დამსახურებაა.

ნახეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა