ნურიგელის ტბა გაიყინა

ნურიგელის ტბა გაიყინა

ბათუმში, 6 მაისის პარკში ნურიგელის ტბა გაიყინა. როგორც ეკოლოგმა კობა ფარტენაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ტბის გაყინვა ხშირი მოვლენა არ არის, რადგან ტბა ბუნებრივი წარმოშობისაა.

"ნურიგელის ტბა გასულ წელსაც გაიყინა უხვთოვლიანობისა და ყინვის გამო", - განაცხადა კობა ფარტენაძემ.

ბათუმში ბოლო სამი დღის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა, ამ დროისათვის კი აღარ თოვს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა