"ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის" - რა კეთდება რეგიონებში მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად

"ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის" - რა კეთდება რეგიონებში მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად

30 იანვარს სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi გაიმართა კონფერენცია "ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის - სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არსებული გამოწვევები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები".

კონფერენციას დაესწრნენ - პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია ჩატარდა პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა "ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის", რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა (SJMC), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მხარდაჭერით განახორციელა.

კონფერენციაზე მოეწყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო გამოფენა. საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შექმნილი ახალგაზრდული გენდერული კლუბების წევრებმა და მასწავლებლებმა სამიზნე რეგიონებიდან ისაუბრეს განხორციელებულ აქტივობებზე და იდენტიფიცირებულ პრობლემებზე.

გაიმართა ჩვენება დოკუმენტური ფილმისა "გიულარ იბრაგიმოვა", რომელიც გადაღებულია ამავე პროექტის ფარგლებში რუბრიკით "ქალები რეგიონიდან". ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი გაიმართა დისკუსია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

პროექტი "ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის" მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ადგილობრივი მოსახლეობის გენდერული ცნობიერების ამაღლებას. იგი ძირითადად ფოკუსირებული იყო ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და სხვა გენდერული დისკრიმინაციის რისკების პრევენციაზე.

პროექტის ფარგლებში, ბორჯომში, ახალციხეში, ნინოწმინდასა და მარნეულში შეიქმნა ახალგაზრდული გენდერული კლუბები, რომლებშიც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის 100-მდე ახალგაზრდაა გაწევრიანებული. კლუბებს ჩაუტარდათ თემატური ტრენინგები, შეხვედრები. გენდერული კლუბებიდან ოთხივე მუნიციპალიტეტში შეირჩა 16 მენტორი. რომლებიც შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდეგ გახდნენ თანასწორ განმანათლებლები და უკვე თვითონ ატარებენ რეგიონებში ტრენინგებს გენდერული კლუბების ახალი წევრებისათვის.

გენდერული კლუბები რეგიონებში აქტიურად თანამშრომლობენ საჯარო სკოლებში არსებულ სამოქალაქო კლუბებთან, მართავენ თემში სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებს, შეხვედრებს, დისკუსიებს, ფორუმ და ლაბირინთ თეატრებს. მუშაობენ ადგილობრივი მოსახლეობის გენდერული ცნობიერების ამაღლებისათვის.

პროექტის ფარგლებში გენდერულ თემებზე ტრენინგები ასევე ჩაუტარდათ სამიზნე მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს, საკრებულოების დეპუტატებს და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს.

გადაღებული იქნა დოკუმენტური ფილმები რუბრიკით - "ქალები რეგიონიდან", მომზადდა და რეგიონული ტელეკომპანიების ეთერით ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გავიდა სატელევიზიო დისკუსიები გენდერულ თემებზე.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა