სოფელ დვაბზუში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

სოფელ დვაბზუში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული, მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა