კასპის მაჟორიტარი დეპუტატი რაიონში ყოფნისას მანქანას ბიუჯეტის ფულით ქირაობს

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი რაიონში ყოფნისას მანქანას ბიუჯეტის ფულით ქირაობს

კასპში, თერთმეტი დღის მომსახურების სანაცვლოდ, მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტარმა ირაკლი მეზურნიშვილმა მსუბუქი ავტომანქანა 1250 ლარად იქირავა. ამის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი მისი ბიუროს ხელმძღვანელს, ზურაბ გზირიშვილსა და კერძო პირს შორის 2016 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნულია, რომ კასპში ყოფნისას, დეპუტატს მსუბუქი ავტომანქანა 2016 წლის 20 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჭირდებოდა. "საწვავით უზრუნველყოფს დამქირავებელი" - წერია ხელშეკრულებაში.

იხილეთ ვრცლად

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა