ქუთაისში კორპუსიდან გადმოვარდნილ აგურს 12 წლის გოგონა ემსხვერპლა

ქუთაისში კორპუსიდან გადმოვარდნილ აგურს 12 წლის გოგონა ემსხვერპლა

ქუთაისში კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილმა აგურმა 12 წლის გოგონა იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გოგონა სადარბაზოსთან მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. ისინი შვილს გორგოლაჭებით სრიალს ასწავლიდნენ, როდესაც აგური გადმოვარდა და ბავშვს დაეცა.

დაშავებული გოგონა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იხილეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა