სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის და: ჩემი ძმა გუბერნატორის დავალებით მოკლეს

სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის და: ჩემი ძმა გუბერნატორის დავალებით მოკლეს

ზუგდიდში გამგეობიდან გათავისუფლებული ყოფილი საჯარო მოხელეების მხარდასაჭერ აქციაზე, სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომელის ზვიად ლაგვილავას და, ლენა ლაგვილავა იმყოფებოდა. აფხაზეთის დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსის გარდაცვალებას მისი ოჯახი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას უკავშირებს. ლენა ლაგვილავას თქმით, მისი ძმა გუბერნატორის დავალებით მოკლეს, რადგან იგი კორუფციულ საქმეს იძიებდა, რაც შესაძლოა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის საზიანო ყოფილიყო.

"ჩემი ძმა იბრძოდა სამართლის აღსადგენად. შონიას დავალებით, სუს-ის თანამშრომელმა ონისე კვაშილავამ დაგეგმა და განახორციელა მკვლელობა. ამ საქმეზე დაკავებული ბარამია არის უდანაშაულო, როგორც ჩვენს ოჯახზე, ასევე სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა",- აღნიშნა ლენა ლაგვილავამ.

იხილეთ ვრცლად radioatinati.ge-ზე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა