ხაშურის საბავშვო ბაღებს ინდმეწარმემ პროდუქტების მიწოდება მოულოდნელად შეუწყვიტა

ხაშურის საბავშვო ბაღებს ინდმეწარმემ პროდუქტების მიწოდება მოულოდნელად შეუწყვიტა

ინდმეწარმე გიორგი ბათიაშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღს პროდუქტების მიწოდება მოულოდნელად შეუწყვიტა. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით ნოზაძის თქმით, ბათიაშვილი სააღმზრდელო დაწესებულებებს ზეთით, ბურღულეულითა და სხვა პროდუქტებით ამარაგებდა.

"ხელშეკრულება, რომელიც ბათიაშვილთან გასულ წელს გავაფორმეთ, დაარღვია. ჯარიმის სახით მას 2 449 ლარი დავაკისრეთ, რომელიც უნდა გადაეხადა. გიორგი ბათიაშვილმა თანხა არ გადაიხადა. ვაპირებთ ხაშურის რაიონულ სასამართლოს მივმართოთ", - ამბობს დავით ნოზაძე.

იხილეთ ვრცლად

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა