თელავში 75 წლის ქალმა წინააღმდეგობა გაუწია ახალგაზრდა ქალს, რომელმაც მისთვის პენსიის წართმევა სცადა

თელავში 75 წლის ქალმა წინააღმდეგობა გაუწია ახალგაზრდა ქალს, რომელმაც მისთვის პენსიის წართმევა სცადა

თელავში, 75 წლის ქალს თავს დაესხნენ. შემთხვევა კავთისუბანში მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამნაშავე მარტო მცხოვრები მოხუცის სახლში შეიჭრა და მისთვის დღეს აღებული პენსიის წართმევა სცადა.

როგორც დაზარალებული აცხადებს, პირი, რომელიც მის სახლში შეიჭრა, ახალგაზრდა ქალი იყო, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა არსებული ცნობით, მოხუცმა დამნაშავეს წინააღმდეგობა გაუწია და თანხის წაღების საშუალება არ მისცა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, 75 წლის პენსიონერის წინააღმდეგობის შემდეგ დამნაშავე დაფრთხა და სახლიდან გაიქცა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.

დაზარალებულ მოხუცს თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. მას სასწრაფო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

იხილეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა