ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეებს სასამართლო ერთობლივად განიხილავს

ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეებს სასამართლო ერთობლივად განიხილავს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ყოფილი საჯარო მოხელის კახა კვარაცხელიას საქმეზე მოსამზადებელი სასამართლო სხდომა გაიმართა. მხარეები დაეთანხმნენ მოსამართლის ლაურა მიქავას შეთავაზებას აღნიშნული საქმისა და სამსახურიდან ატესტაციის შემდეგ გათავისუფლებული გამგებლებისა საქმის გაერთიანებასთან დაკავშირებით. მოსამართლის განმარტებით, მათი იდენტობიდან გამომდინარე გაერთიანება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით უფრო ეფექტური იქნება.

ამავე პოზიციას იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი საიას იურისტი მირზა მამულაძე, რომელიც სამსახურიდან საჯარო მოხელეების გაშვებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

"რეალურად ამ საქმეში კახა კვარაცხელიას, ისევე, როგორც გამგებლის წარმომადგენლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების მოტივაცია იკვეთება. საქმეში არსებობს ყველა მტკიცებულება, რომელიც, მინიმუმ გონივრულ ეჭვს ბადებს ობიექტური დამკვირვებლის თვალში ატესტაციის რეალური მიზეზების შესახებ", - აღნიშნა მამულაძემ.

იხილეთ ვრცლად radioatinati.ge-ზე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა