ქუთაისში მძარცველი მაღაზიის თანამშრომელმა გოგონამ სცემა

ქუთაისში მძარცველი მაღაზიის თანამშრომელმა გოგონამ სცემა

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა მიმდინარე წლის 21 მარტს, ღამის 12 საათზე, მოხდა. დაყაჩაღების მცდელობის დროს შენობაში სასურსათო მაღაზიის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. ისინი ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ მაღაზიაში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც თანხის გამოძალვა სცადა.

"ახალგაზრდა ბიჭი კეპის ქუდით და დანით ხელში შემოვარდა და ჩვენი შეშინება სცადა. ალბათ, ეგონა რომ რადგან გოგოები ვიყავით შეგვაშინებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. არ შევშინდი და საკუთარი ხელებით ვცემე. ისეთ დღეში ჩავაგდე პატრულის მოსვლას ნატრულობდა. ამასობაში მეორე თანამშრომელმა პატრულს გამოუძახა და ისიც 10 წუთში მოვიდა", - ამბობს მარკეტის თანამშრომელი.

იხილეთ ვრცლად

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა