4 ანაზღაურებადი სამსახური და სსიპ "დელტას" ხელმძღვანელის ექვსნიშნა შემოსავალი

4 ანაზღაურებადი სამსახური და სსიპ "დელტას" ხელმძღვანელის ექვსნიშნა შემოსავალი

34 565; 36 000; 20 000; 13 468 - ჯამში 104 033 ლარი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა"-ს გენერალური დირექტორის შოთა კვარაცხელიას გასული წლის ფინანსურ შემოსავლებს ასახავს.

როგორც კვარაცხელიას ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მას გარდა "დელტა"-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობისა, კიდევ 3 სხვა თანამდებობა უჭირავს.

კერძოდ, სსიპ დელტა დემილიტარიზაციის საგრანტო პროექტის მენეჯერის, შპს თბილავიამშენის დირექტორის და სს თამ-ის (თბილავიამშენი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის.

დეკლარაციის მიხედვით, სსიპ დელტას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე შოთა კვარაცხელიას გასულ წელს 34565,67 ლარის შემოსავალი მიუღია. შპს თბილავიამშენის დირექტორის თანამდებობაზე - 36000,00 ლარი. სს თამ-ის (თბილავიამშენი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე - 20000,00 ლარი, ხოლო სსიპ დელტა დემილიტარიზაციის საგრანტო პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე 13468,26 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. ჯამში კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი შემოსავალი 104 033,93 ლარი ყოფილა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვარაცხელიას აღნიშნული თანამდებობები გასულ წელსაც ეკავა. 2016 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მას ჯამში 119 254 ლარის შემოსავალი მიუღია.

რაც შეეხება 2015 წელს შევსებულ დეკლარაციას, მასში აღნიშნულია, რომ შოთა კვარაცხელიას სსიპ "დელტას" აღმასრულებელი დირექტორის, შპს "თბილავიამშენის" დირექტორის და სს "თამ"-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობები ეჭირა და ჯამში - 93 777,28 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

არღვევს თუ არა კვარაცხელია კანონს რამდენიმე სხვადასხვა სამსახურის აღმასრულებელ თანამდებობაზე ყოფნით, ამის შესახებ "გურია ნიუსთან" საუბრისას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) იურისტი ნინო მერებაშვილი ამბობს, რომ კანონი მას სხვადასხვა თანამდებობის დაკავებას არ უკრძალავს, თუმცა ჩნდება კითხვის ნიშნები, როგორ ახერხებს ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას სხვადასხვა თანამდებობაზე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა