ბათუმის სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლის მშობელმა შვილის სკოლელზე იძალადა

ბათუმის სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლის მშობელმა შვილის სკოლელზე იძალადა

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა შვილის პარალელურ კლასელს სცემა. როგორც აღნიშნული სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, შემთხვევა 28 მარტს მოხდა. ფაქტის შესახებ დაზარალებული ბავშვის მშობელსა და უბნის ინსპექტორს შეატყობინეს. დირექტორის თქმით, არასრულწლოვნის ცემას წინ თანატოლებს შორის კონფლიქტი უძღოდა.

"28 მარტს ერთ-ერთი მშობლის მიერ დაფიქსირდა არასწორი ქმედება და სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომები მიიღო. ამჟამად სწავლა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც მშობელი თავად ამბობს, ერთხელ დაარტყა ბავშვს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტი იყო ბავშვებს შორის" - აცხადებს ნინო მოდებაძე.

ხილეთ ვიდეო

მომდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126 -ე მუხლით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

სკოლაში მომხდარი ინცინდენტის მოკვლევა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დაიწყო. როგორც ციალა ქათამიძე AMBEBI.GE-თან საუბრისას აცხადებს, პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსგავსი ფაქტების გამოვლენა აუცილებლად უნდა მოხდეს. მისივე თქმით, სკოლის ადმინისტრაციამ მომხდარზე შესაბამისი ღონისძიებები უკვე გაატარა.

"ინცინდენტის შესახებ საინფორმაციო წყაროებიდან გავიგეთ და სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხზე მოკვლევას დაიწყებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ძალადობის ფაქტის გამოვლენა, რომელსაც ნებისმიერ ორგანიზაციაში ადგილი ექნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მსგავსი ფაქტების გამოვლენა და პრევენცია მოახდინოს ამ დაწესებულების ხელმძღვანელობამ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მცირეწლოვან ბავშვს. როგორც წინასწარი მოკვლევით დავადგინეთ, პირველ ეტაპზე ჩართული იყვნენ მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, პრევენცია ვერ მოახდინეს და შემდგომ კომპეტენტურ ორგანოებს მიმართეს" - აღნიშნავს ციალა ქათამიძე.

მარიკო კეკელიძე

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა