გორში ფეხებშეკრული ძაღლი მდინარეში გადააგდეს

გორში ფეხებშეკრული ძაღლი მდინარეში გადააგდეს

გორში ცხოველის წამების ფაქტი დაფიქსირდა. ფეხებშეკრული ძაღლი მდინარე მტკვრის ნაპირზე ოთო გლურჯიძემ იპოვა. თუმცა მისი მავთულებისგან დახსნა ვერ შეძლო, რადგან ძაღლი აგრესიული იყო. ამის შემდეგ გლურჯიძემ გორის ძაღლთა თავშესაფრის თანამშრომლები გამოიძახა, რომლებმაც ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს.

"გვინდა მადლობა გადავუხადოთ პატარა ბიჭს, რომელმაც მტკვრის პირზე დაგდებული, ფეხებშეკრული ძაღლი ნახა, ეცადა გაეთავისუფლებინა მავთულისგან, მაგრამ გამწარებულმა ძაღლმა ბიჭი არ მიიკარა, რის შემდეგაც დაგვიკავშირდა ჩვენ" - ამბობს თავშესაფრის დირექტორი თამარ აფციაური.

ოპერაციის შემდეგ, ძაღლი გადარჩა. ფაქტი 15 მარტს მოხდა წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ფოტოები

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა