ოზურგეთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა

ოზურგეთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა

ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა, მოგლეჯილია ხეები.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ქარმა სახურავი გადახადა ოზურგეთის დრამატული თეატრის შენობასაც, რომელსაც რემონტი უტარდება.

ქარმა დაბა ლაითურში სახურავი ორ კორპუსს გადახადა. ამავე დაბაში მოგლეჯილია ხეები და გადაკეტილია გზები. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მიმდინარეობის გაწმენდითი სამუშაოები.

სოფელ სილაურში ქარმა სახურავი ერთ სახლს გადახადა, სოფელ ბოხვაურში კი წაქცეულია ელექტრობოძი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრობლემებია კიდევ რამდენიმე სოფელში და მიმდინარეობს ადგილზე ზარალის გაცნობა.

მძიმე მდგომარეობაა დაბა ნასაკირალშიც. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი ბესიკ ქათამაძე წერს.

ამ მომენტში გურიის მცხოვრებლების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა