ძლიერმა ქარმა ზუგდიდიც დააზარალა

ძლიერმა ქარმა ზუგდიდიც დააზარალა

ძლიერმა ქარმა ზუგდიდიც დააზარალა. ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში, ასევე, სოფელ ინგირში, ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რამაც ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია.

ამის გამოც როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ისე 20-ზე მეტ სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია. ქარმა ასევე რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.

"ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კი სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა