ქუთაისში ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაძარცვეს

ქუთაისში ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაძარცვეს

ქუთაისში ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაძარცვეს. როგორც ბოტანიკურ ბაღში აცხადებენ, ძარცვა ღამის საათებში მოხდა და წაღებულია ოთხი პერსონალური კომპიუტერი.

"ძარცვა, სავარაუდოდ, ღამის საათებში მოხდა, რადგან კვირა დილით სამსახურში მისულს შენობა გაძარცვული დაგვხვდა. დაწესებულებას დარაჯი ჰყავს, მაგრამ მძარცველებმა შეუმჩნევლად იმოქმედეს", - განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თემურ ჩეჩელაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა