გამგებელი - მიწისძვრას ლაგოდეხში პრობლემები არ შეუქმნია

გამგებელი - მიწისძვრას ლაგოდეხში პრობლემები არ შეუქმნია

პატარა ბიძგი იყო, არაფერი საგანგაშო არ არის, სიმშვიდეა სოფელში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონას რწმუნებულმა ნუგზარ ბარბაქაძემ განუცხადა.

როგორც ცნობილია, მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხის ჩრდილო-დასავლეთით იყო.

ბარბაქაძის თქმით, ის სოფელში მოსახლეობის მდგომარეობას ამ წუთებში არკვევს, თუმცა ჯერჯერობით არავითარი პრობლემა არ გამოვლენილა.

თავის მხრივ, "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ლაგოდეხის გამგებელმა კარლო ჯამბურიამ განუცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრას ლაგოდეხში პრობლემები არ გამოუწვევია.

"ჯერჯერობით არ ყოფილა რაიმე პრობლემის შესახებ შეტყობინება", - განაცხადა ჯამბურიამ.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა