მარნეულში მოტაცებული მე-12 კლასელი: "ბედნიერი ვარ, სიყვარულით გავთხოვდი"

მარნეულში მოტაცებული მე-12 კლასელი: "ბედნიერი ვარ, სიყვარულით გავთხოვდი"

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში, ცოლად შერთვის მიზნით გატაცებულმა არასრულწლოვანმა ადგილობრივ ტელეკომპანიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას მოუწოდა, მის პირად ცხოვრებაში არ ჩაერიოს.

მე-12 კლასელი ზარიფა მამედხანოვა 28 აპრილს, დილით სკოლაში მიდიოდა და სწორედ სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს ქორწინების მიზნით.

არასრულწლოვანი ამბობს, რომ ძალით არავის გაუტაცია, ის ერთ თვეში 18 წლის ხდება და ნებით გაყვა მეუღლეს, რომელთანაც სრულწლოვანობას მიღწევისთანავე კანონიერად დაქორწინდება.

იხილეთ ვიდეო

"არავინ არ უნდა ჩააერიოს სხვის ოჯახში. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სიყვარულით გავთხოვდი. სწავლა უნდა გავაგრძელო, გათხოვება ჩემი არჩევანია, გადაწყვეტილება მე თავად მივიღე. მოსახლეობაში რა ინფორმაციაც გავრცელდა, ტყუილია, ხალხი მაწუხებს, პრობლემები გვექმნება, გვიბარებენ პოლიციაში. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ჩემი ნებით გავთხოვდი. ვიყავი პოლიციაში და ვუთხარი, რომ ჩემი ნებით გავთხოვდი, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი", - განაცხადა ზარიფა მამედხანოვამ მერნეულის ტელეკომპანიასთან საუბრისას.

17 წლის გოგონა თაქალოს სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან 28 აპრილს გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მე-12 კლასელი გოგონა დაახლოებით 10 წლით უფროსმა კაცმა გაიტაცა, რომლის ვინაობა მალევე დადგინდა. გამტაცებელი მამაკაცი მარნეულის პროკურატურაში რამდენჯერმე დაიბარეს, რადგან საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატიც. როგორც სამართალდამცავ უწყებებისათვის მიცემულ ჩვენებებში, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გოგონამ ძალადობის ფაქტი უარყო.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ ძალადობა უარყო, სახალხო დამცველის აპარატმა შეშფოთება გამოთქვა მომხდარი ფაქტის გამო. ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, "ზოგადად, არასრულწლოვანთა ქორწინებას, განსაკუთრებით "მოტაცების" კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა პოტენციურად გავლენა ჰქონდეს ბავშვის ჯანმრთელი განვითარების, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და განათლების მიღების უფლებაზე".

მარიკა ვარდოშვილი

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა