გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფელი დაისეტყვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფელი დაისეტყვა

ბოლო ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფელი დაისეტყვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, ძირითადად ნაკვეთებია დაზიანებული.

"მუკუზანში სეტყვა ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. დაისეტყვა ნაკვეთები. ძირითადად, ვენახი და ხეხილია დაზიანებული", - აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ზეგაანსა და მუკუზანში ეკატერინე ბენდელიანმა.

შედარებით ნაკლებია დაზიანება სოფელ ჩუმლაყსა და შაშიანში.

"ნაკვეთები დაახლოებით 10-15 პროცენტით დაზიანდა", - განაცხადა ჩუმლაყში გამგებლის წარმომადგენელმა ვანო ბურდიაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა