ბათუმში ახალი მეჩეთი არ აშენდება - მერია მშენებლობაზე უარის მიზეზს განმარტავს

ბათუმში ახალი მეჩეთი არ აშენდება - მერია მშენებლობაზე უარის მიზეზს განმარტავს

ქალაქ ბათუმის მერია ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მეჩეთის მშენებლობაზე უარის თქმის მიზეზს განმარტავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მომართა ა(ა)იპ "ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა" ქ. ბათუმში, გენერალ ა. აბაშიძის ქუჩაზე საკულტო ნაგებობის-მეჩეთის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე, რაზედაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უარი ეთქვა.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონას, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების შესაბამისად, წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას. აღნიშნულ ზონაში განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ასევე, მოხდა სამშენებლო ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება და დადგინდა, რომ სამშენებლო ტერიტორიის განაშენიანება ჩამოყალიბებულია საცხოვრებელი სახლებით (მათ შორის სჭარბობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები). მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით არ უნდა შეიცვალოს. ასევე, მისი სამომავლოდ განვითარება უნდა გაგრძელდეს იმ ზონაში არსებული დომინირებული სახეობის - საცხოვრებელი სახლების მშენებლობების კუთხით. ამ განაშენიანების მიხედვით აღნიშნულ კვარტალში დაგეგმარდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ საკულტო ნაგებობა წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს. მოთხოვნილი საპროექტო ობიექტის გაბარიტების და მოცულობის საკულტო ნაგებობის მშენებლობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა - გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, პარკირების და სხვა თვალსაზრისით, რასაც საკულტო ნაგებობის განთავსების შემთხვევაში დარჩენილი მიწის ნაკვეთი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს. როგორც ცნობილია, დღეის მდგომარეობით, სტრატეგიული დაგეგმარების თვალსაზრისით, მიმდინარეობს ქალაქ ბათუმის ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავების წინასაპროექტო კვლევის მომზადება. აღნიშნული გეგმის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ზონებისათვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული ან მკვეთრად განსაზღვრული განაშენიანება, ურბანული განვითარების მიმართულებები და სხვა", - ნათქვამია განცხადებაში.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა