აკაკი ბობოხიძე - ქალბატონი, რომელიც წეღან დარბაზში ყვიროდა, სოფელ მელაურის რწმუნებულია

აკაკი ბობოხიძე - ქალბატონი, რომელიც წეღან დარბაზში ყვიროდა, სოფელ მელაურის რწმუნებულია

სამტრედიაში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განილხვის დროს დეპუტატ აკაკი ბობოხიძის გამოსვლას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.

ბობოხიძემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ დამსწრე საზოგადოების უმეტესობა, რომელიც დღეს დარბაზშია წარმოდგენილი, საჯარო მოხელეები არიან და სწორედ ისინი უკრავენ ტაშს უმრავლესობის წევრებს სიტყვით გამოსვლისას.

"ის ქალბატონი, რომელიც წეღან ყვიროდა დარბაზში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის რწმუნებულია. საჯარო მოხელე ასე არ უნდა დადიოდეს შეხვედრაზე და არ უნდა ყვიროდეს. როცა ამბობდით, რომ წინა ხელისუფლების დროს შეხვედრებზე მხოლოდ საჯარო მოხელეები იყვნენ, გადავხედოთ რა ხდება დღეს. ყველა საჯარო სამსახურშია დასაქმებული", - განაცხადა ბობოხიძემ.

მის ამ გამოსვლას დარბაზში შეძახილები და ყვირილი მოჰყვა.

საყოველთაო-სახალხო განხილვისას მოქალაქემ "ევროპული საქართველოს" წევრებს მოუწოდა, დარბაზი დაეტოვებინათ.

"თქვენ როცა ხელისუფლებაში იყავით, ხალხს ღირსება წაართვით. არ გაქვთ უფლება აქ იყოთ. ამ ხელისუფლებამ კი შესაძლებლობა მოგვცა, რომ ნორმალურად გვეცხოვრა", - მიმართა მოქალაქემ "ევროპული საქართველოს" წევრებს.

სამტრედიაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გრძელდება.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა