ბათუმში ავარიას 50 წლის ქალი ემსხვერპლა - კადრები ადგილიდან

ბათუმში ავარიას 50 წლის ქალი ემსხვერპლა - კადრები ადგილიდან

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მისივე თქმით, ქალის ცხედარი ამ დროისათვის პროზექტურაშია გადასვენებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხლეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა